+995 32 2 29 00 06
Eng

სამარიტელთა საერთაშორისო ორგანიზაცია

 

რა არის სამარიტელთა საერთაშორისო ორგანიზაცია?

ევროკავშირი სულ უფრო და უფრო აღრმავებს პოლიტიკას და საკანონმდებლო პროცედურებს წევრ ქვეყნებთან მიმართებაში.

ამიტომ, 1994 წლის 11 აგვისტოს შემდეგი ორგანიზაციები:

გაერთიანდნენ და ასე ჩამოყალიბდა სამარიტელთა საერთაშორისო ორგანიზაცია

დღეისთვის, ორგანიზაცია 16 წევრისი ასოციაციისგან შედგება 15 ქვეყანაში. დამატებით ქვეყნებზე მუშაობა მიმდინარეობს.

დიდი გამოცდილებისა და “ნოუ ჰაუ”ს გაერთიანებით ერთ ორგანიზაციაში, ძალიან ძლიერი ბაზა შეიქმნა.

სამ მილიონამდე წევრი, 130 000 მოხალისე და 30 000 დასაქმებული თანამშრომელი აყალიბებენ საერთშორისო სამარიტელთა ორგანიზაციას და ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებთან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ასევე არსებობს სამარიტელთა ორგანიზაციები და ინიციატივები შორეულ რეგიონებში.

წევრი ორგანიზაციები მათი გამოცდილების წყალობით, სოციალური სერვისების მიწოდებაში, გადარჩენით სამუშაოებში, პირველადი დახმარების სწავლებებში და ჰუმანიარულ დახმარების საზღვარგარეთ გაწევაში საერთო შედეგს აღწევენ. ურთიერთთანამშრომლობა ასევე გაღრმავდება კატასტროფების თავიდან აცილებისა და სამოქალაქო თავდაცვის სფეროებში.

სამარიტელთა საერთაშორისო ორგანიზაცია ადგილობრივი ორგანიზაციების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს, ასევე მუშაობს იმისთვის, რომ დაამყაროს ახალი კავშირები საზღვარგარეთ და წარმოაჩინოს მათი ინტერესები ევროკავშირის წინაშე. საგანგებო მდგომარეობისას რეაგირებისა და დახმარების ჭრილში ორგანიზაცია ემსახურება გაერთიანებული ევროპის მიზანს.