+995 32 2 29 00 06
Eng

საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ)

საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ) არის არაკომერციული, არარელიგიური და არაპოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაცია.

სსკ ზრუნავს ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, როგორებიც არიან მოხუცები, იძულებით გადაადგილებულ პირები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

გარდა ამისა, სსკ-ს მიზანია, რომ ხელს შეუწყოს ექიმამდელი დახმარების საყოველთაო სწავლებას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ტრანინგების საშუალებით.

სამარიტელთა კოალიცია საქართველო - წარმოადგენს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა პრობლემატიკაზე მომუშავე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს სამარიტელთა კავშირი“, „საქართველოს პორტიჯის ასოციაცია“ და „ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია“ საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა 2011 წლის 26 მარტს. კოალიციის მისიაა, ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა სოციალური დისკრიმინაციის დაძლევას.

2014 წელს სსკ შეუერთდა კოალიციას შინმოვლა საქართველოში. აიპ „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ არის საქართველოში მოქმედი შინმოვლის მიმწოდებელი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში შინმოვლის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა

სსკ არის ორგანიზაცია „საერთაშორისო სამარიტელის“ წევრი. გარდა ამისა, სსკ-ს პარტნიორია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) გერმანიაში, ისევე როგორც ASB ბონში.

სსკ-ს საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები, დონორები არიან: ASB, Aktion Mensch, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), არაკომერციული საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Geza), რომელიც ეკუთვნის ავსტრიის სამარიტელთა კავშირს.