+995 32 2 29 00 06
Eng

პროექტები

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად

დონორი

ევროკავშირი

პარტნიორი ორგანიზაციები

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA)

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)

მთავარი მიზანი

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და პარტნიორობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.

აღნიშნული მიზანი მიიღწევა შემდეგი სპეციფიკური მიზნების საშუალებით:

1.საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ სოციალურ სექტორში ლობირების, ადვოკატებისა და გადაწყვეტილების მიღების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით.;

2.საჯარო -კერძო სოციალური პარტნიორობების ხელშეწყობა სოფლად და შორეულ დასახლებებში სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით.  

პროექტის ხანგრძლივობა

მარტი, 2018 - თებერვალი, 2022

სამიზნე ჯგუფები

•ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები

•ადგილობრივი ხელისუფლება

•მოწყვლადი ჯგუფები

•საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები

ზოგადი ინფორმაცია

სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ იქნა რიგი საქმიანობებისა, რომლებიც მიმართულია: სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებზე, შშმ პირებზე, დევნილებზე, უსახლკარო ბევშვებზე და სხვა. მიუხედავად განხორციელებული საქმიანობისა, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ეფექტური სოციალური სერვისის სისტემა, რომელიც სოციალური მომსახურების სფეროში არსებულ გამოწვევებს მოაგვარებდა. პრობლემად რჩება არასათანადო კომუნიკაცია და კოორდინაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO) შორის და ასევე CSO-სა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოგვარებას. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ გადამწყვეტი წვლილი შეიტანონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით,  საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი მხოლოდ მომსახურების გაწევით არ შემოიფარგლება. ისინი უფრო მეტად უნდა იყვნენ პოლიტიკის შემუშავების პროცესებში ჩართულნი, როგორც ადგილობრივ თემში არსებული ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების/პრობლემების შესახებ საუკეთესო ცოდნის  მფლობელები. ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგს, რითაც მიიღწევა ეფექტური პოლიტიკის შემუშავების პროცესი და ორმხრივი შეთანხმება გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც ისარგებლებენ საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფები. პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ინტეგრაციის, კარგი მმართველობის, მონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმების შექმნას, რაც მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამების გარშემო დიალოგის, მათი ფორმირებისა და საერთო შეფასების პრაქტიკულ მექანიზმებს. გარდა ამისა, სოციალურ საკითხებზე საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შექმნა (PPSP) ხელს შეუწყობს სამთავრობო უწყებებსა და მესამე სექტორს შორის ჩართულობითი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მათი სტრატეგიების რეალობად გარდაქმნის კუთხით.

ძირითადი აქტივობები

•საინფორმაციო შეხვედრები

•ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა (CCC) ქსელის შესაძლებლობების განვითარება

•პირველადი საჭიროებების შეფასება და ანალიზი

•სამუშაო შეხვედრები ადვოკატირების შესახებ

•სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მედია კამპანიები ადგილობივ და ეროვნულ დონეზე

•რეკომენდაციები ჩართულობითი სოციალური კეთილდღეობის სისტემაზე

•ტრენინგების ციკლი  სოციალური მეწარმეობის შესახებ

•ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლებისათვის

•საზოგადოებრივი ორგანიზაციების  ფინანსური მხარდაჭერა

•ზემოქმედების შეფასება - ინვესტიციის საზოგადოებრივი ეფექტი (SROI)