+995 32 2 29 00 06
Eng

პროექტები

დაბრუნება და რეინტეგრაცია

კონფლიქტები, ომები და ბუნებრივი კატასტროფები აიძულებს ადამიანებს დატოვონ საცხოვრებელი ადგილი. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ბევრ ადამიანს სურს სახლში დაბრუნება, თუმცა პოლიტიკური ვითარების გამო ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ზოგჯერ სახლში დაბრუნების შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან რთულია. საკუთრებისა და ფინანსების დაკარგვასთან ერთად ბევრი მათგანი ვერ უმკლავდება ოჯახის წევრის ან მეგობრის დაკარგვას ან ძალადობის და ტანჯვის გახსენებას. უკან დაბრუნებული ადამიანებისთვის ახალი ცხოვრების დასაწყებად მხოლოდ მშვიდობიანი გარემო და საცხოვრებელი ადგილი არ არის საკმარისი.

საქართველოში ძალიან ბევრი იძულებით გადაადგილებული პირია. 2008 წელს, რუსეთ საქართველოს კონფლიქტისას 130 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია სახლების დატოვება. კონფლიქტიდან 10 თვის შემდეგ 17,000–ზე მეტი ადამიანზე ვერ ბრუნდება საცხოვრებელ სახლებში და ქვეყნის მაშტაბით აშენებულ დროებით საცხოვრებელ ადგილებზე ცხოვრობენ. იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო რაოდენობამ 256,358 ადამიანს მიაღწია (88,696 ოჯახი) 1990-91 წლის კონფლიქტის დროინდელი იძულებით გადაადგილებული პირების ჩათვლით. ისინი ხშირად „ძველ დევნილებად“ მოიხსენიებიან და შეადგენენ საერთო რაოდენობის უდიდეს ნაწილს (235,659 იძულებით გადაადგილებულ პირი, 81,517 ოჯახი), ხოლო ახალი იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი შედარებით მცირეა (17,297 პირი, 6,517 ოჯახი).

ASB-ს მიდგომა

ASB-სთვის იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ინტეგრაციის გზაზე მთავარი გამოწვევა მათთვის დასაქმების შესაძლებლობების გაჩენაა. ASB-ს მთავარი მიდგომაა სოციალური მეწარმეობის იდეის განვითარება და მხარდაჭერა. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნებაში დახმარების გაწევა და მდგრად სტრუქტურად ჩამოყალიბებაში დახმარება. ASB-ს მიდგომაში სოციალური მეწარმეობა მჭიდრო კავშია სოციალური სერვისების მიწოდებასთან. იგი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: ა) დასაქმების შესაძლებლობის გაჩენა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის; ბ) ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სოციალური სერვისების გაჩენა; გ) გრძელვადიანი დაფინანსების გაჩენა მსგავსი სერვისებისთვის ადგილობრივი, რეგიონული თუ ნაციონალური ხელისუფლების მიერ. რადგან სოციალური მეწარმეობა ქართველი საზოგადოებისთვის ნაცნობი კონცეფცია არ არის, მსგავსი ინსტიტუტების ჩამოყალიბება საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს. იგი მოითხოვს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების და ადგილობრივი მოსახლეობის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების (მაგალითად იძულებით გადაადგილებული პირები) წარმომადგენლების მონაწილეობას.

ASB-ს მიზანია შეიქმნას სოციო-ეკონომიური შესაძლებლობები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. დასაქმება მათ ეკონომიურ მდგომარეობას გაზრდის, გვჯერა რომ მათი აქტიური ჩართულობა პრობლემის იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარების გზების დასახვაში ასევე გაზრდის მათი სოციალური ინტეგრაციის დონეს.

პროექტები

2012 წლის მარტში ASB-მ ადგილობრივ ორგანიზაცია „თანხმობა“-სთან (იძულებით გადაადგილებულ პირთა ქალთა ორგანიზაცია) ერთად დაიწყო სოციალური მეწარმეობის პროექტი: იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო ეკონომიკური აქტივობები ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, ზუგდიდის რაიონში, მშვიდობისათვის კონსოლიდაიცის მიზნით. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინანსურად ეხმარება პროექტს სამოქალაქო კონფლიქტის მოგვარებაში. პროექტის მიზნები იყო სოციალური ცენტრების შექმნა, რომელიც შესთავაზებდა ამა თუ იმ სახის მომსახურებას ადგილობრივ მოსახლეობას. 2012 წლის ბოლოსთვის კონკურენციის პირობებში აირჩა და დაფუძნდა 5 მსგავსი ცენტრი. რომლებიც შემდეგი წლიდან მიაწოდებენ მოსახლეობას ისეთ სერვისებს როგორიცაა: მოხუცთა მოვლა, ჩვილ ბავშვთა მოვლა, ბავშვთა დღის მოვლის ცენტრი, პროთეზის შეკეთების სერვისი და ტექნიკური შეკეთების სერვისები.

პროექტის მეორე ფაზა 2013 წლის მარტში დაიწყო. ახლად დაარსებულმა სოციალურმა ცენტრებმა მალევე დაიწყეს მათი ბენეფიციარების მომსახურება. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს უწევდა.

პროექტის ფარგლებში შედგა მჭიდრო თანამშრომლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალურ სერვისთა სააგენტოს შორის. პროექტის პირველ ეტაპზე ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმი გაფორმდა, სადაც მხარეები გამოხატავენ პროექტში მონაწილეობისა და დახმარების გაწევის მზაობას.  მემორანდუმს ხელი მოეწერა ASB-ს, ასოციაცია „თანხმობის“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის საბჭოს წარმომადგენლების მიერ.

დიდი მიღწევაა ის პუნქტი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახა სპეციალურად ამ პროექტისთვის. გარკვეული სახსრები გათვალისწინებული იქნა სოციალური სერვისებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ, რათა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან დაინანსება მოიპოვონ და გააგრძელონ მათი ბენეფიციარების მომსახურება. იმის გამო, რომ პროექტის მდგრადობა უზრუნველყოფილია, ადგილობრივი მომსახურება ისეთ სერვისებს მიიღებს უფასოდ რაც აქამდე არ შეეძლოთ.