+995 32 2 29 00 06
Eng

პროექტები

ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირება

საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც მაღალია მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის, ზვავისა და გვალვების რისკი, და რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ადგილობრივების სიცოცხლესა და საზოგადოების მოწყვლადი ნაწილის სიცოცხლისუნარიანობაზე. ეს ყველაფერი გლობალური კლიმატის ცვლილების ნაწილია, რომელმაც გაზარდა საფრთხის სიხშირე, ხარისხი და შედეგი მთელ მსოფლიოში. თუმცა, საფრთხე მხოლოდ მაშინ იქცევა კატასტროფად, როდესაც საზოგადოება ვერ უმკლავდება გამოწვევებს. 
ასეთ შემთხვევაში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი საზოგადოებრივი ჯგუფები, განსაკუთრებით ბავშვები, მოხუცები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა და შეზღუდული შესაძლებლობის პირები ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე დგებიან, რადგან მათ არ აქვთ სათანადო ცოდნა და ცხოვრებისეული უნარები, რომლებიც მსგავსი სიტუაციისთვის მოამზადებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მონიტორინგისა და პროგნოზის ცენტრის ცნობით, ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე და ხარისხი ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო 10 წლის მანძილზე ბუნებრივი კატასტროფებით მიღებული ზიანი სამჯერ და მეტჯერ აღემატება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს. ზიანი 552 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს ზარალი კი 700 ათას ადამიანს შეეხო.

ბუნებრივი კატასტროფების ინტენსივობისა და ხარისხის ზრდა ასევე გამოწვეულია ადამიანთა ისეთი ქმედებებით, როგორიცაა ჰიდროლოგიური ნაგებობების მშენებლობა, ხეების გაჩეხვა (რაც იწვევს გაუტყეურებას), გაუდაბნოება და დაუგეგმავი ურბანიზაცია, ასევე ვადაგასული ინფრასტრუქტურა.

საქართველოს მთავრობა მატერიალური სახსრების, გამოცდილებისა და ადამიანური რესურსების სიმწირის მიუხედავად, ცდილობს გაზარდოს ქვეყნის მზაობა კატასტროფებისადმი.

ASB-ს მიდგომა

ABS-ის ერთ–ერთი პრიორიტეტია ინდივიდუალებისა და საზოგადოების მომზადება, რათა იყვნენ უკეთ აღჭურვილი საფრთხეებისა და მოსალოდნელი კატასტროფებისთვის.

საქართველოში ASB მუშაობს საქართველოს მთავრობასთან კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) დარგში. რაც ნიშნავს, კატასტროფის რისკების შემცირების პოლიტიკის შემუშავებას, საზოგადოებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის რისკების შემცირებას, შესაძლებლობების გაზრდას, თემის მედიით გავრცელებას და ა.შ.

შესაძლებლობა მიეცეს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს როგორებიცაა, ბავშვებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობებით ასევე მის გარეშე, ასევე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, იძულებით გადაადგილებული პირებს, ისწავლონ, თუ როგორ მოიქცნენ კატასტროფის დროს და მის შემდეგ, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაიცვან თავი ბუნებრივი კატასტროფების დროს – ეს ASB-ს ფილოსოფიაა რისკის შემცირების გზაზე.

ბევრ ბავშვს, განსაკუთრებით კი ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობებით, არ მიუწვდებათ ხელი საჭირო ინფორმაციაზე, რომელსაც მათი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია კატასტროფის დროს ან მის შემდეგ. იმის გამო, რომ კატასტროფის დროს სათანადოდ თვითევაკუაცია ვერ ხერხდება, ბევრი მათგანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება. 

კატასტროფის რისკის შემცირებისას ASB-ს მიდგომა ბავშვებისადმი 2 ძირითად კატეგორიად იყოფა: პირველი, მათი უფლებაა ჰქონდეთ წვდომა სათანადო ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის შესაბამისად მოქმედების უნარი. ASB არის პირველი, რომელმაც შეიმუშავა სპეციალური მიდგომა ბავშვებისათვის რისკების შემცირების კუთხით, ისე, რომ არ ავიწყდება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციფიკა. მეორე, ASB  განსაკუთრებულ ადგილს უთმობს მარტივ, პრაქტიკულ და არა ტექნიკურ ინფორმაციას კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ მის საგანმანათლებო პროგრამებში.

როდესაც საქმე იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება, ASB ყურადღებას ამახვილებს განახლებული კოლექტიური ცენტრების ბინადრებსა და  ადგილობრივ მაცხოვრებლებზე, განსაკუთრებულ  საჭიროების მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინებით. ხდება მათი ევაკუაციის გეგმის მომზადება, მუდმივი საევაკუაციო პრაქტიკა. ზემოხსენებული ჯგუფები ეცნობიან მთავარ კონცეფციებს კატასტროფისთვის მზადყოფნის ასამაღლებლად, ასევე სწავლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას. მოსახლეობის მზადყოფნის ზრდასთან ერთად შემცირდა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანი.

 ძირითადი აქტივობები

  • კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები - მთავარი მიზანია ბუნებრივი კატასტროფების არსის შესწავლა და იმ უნარების განვითარება რაც მოამზადებს ინდივიდუალს კატასტროფისას თავის დაცვისთვის;
  • პირველადი დახმარების ტრენინგები - პრაქტიკული და სასიცოცხლო ინფორმაცია თუ, როგორ უზრუნველვყოთ პირველადი სამედიცინო დახმარება სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე. ტრენინგის მოდელი მორგებულია სპეციფიური სამიზნე ჯგუფებისთვის (სკოლამდელი ბავშვებისთვის) და ადამიანებისთვის რომელთაც არ აქვთ სამედიცინო გამოცდილება. ტრენინგები ტარდება საქართველოს სამარიტელთა ასოციაციის მიერ, საერთაშორისოდ კვალიფიციური ტრენერების მიერ.
  • კატასტროფის მართვის კომიტეტი - იკრიბება ამა თუ იმ ინსტიტუციის მიერ, სადაც საზოგადოების წევრები აფასებენ მზაობასა და სათანადო აღჭურვას მათ ინსტიტუციებში, და გეგმავენ რისკის შემცირების აქტივობებს საჭიროების შემთხვევაში.
  • სასწავლო ევაკუაციის ვარჯიში - არის მთავარი აქტივობა რისკის შემცირების პროგრამაში. ASB–ის რისკის შემცირების პროგრამის ჯგუფი ნაციონალურ და ლოკალურ საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის ჯგუფებთან ერთად გადიან წვრთნებს, რათა აიმაღლონ ტექნიკური ცოდნა და უნარები მსგავსი ვარჯიშების დროს.
  • კატასტროფის რისკის შემცირების ლიტერატურა - ჩვენი კატასტროფის რისკის შემცირების ლიტერატურა და მეთოდები სპეციალურად არის მორგებული ქართველი ბავშვებისთვის და იმ ბავშვებისთვისაც ვისაც სპეციალური საჭიროებები გააჩნიათ.
  • პოლიტიკის მხარდაჭერა - ჩვენ მხარს ვუჭერთ კატასტროფის რისკის შემცირების სწავლების შეტანას ლოკალურ, რეგიონალურ და ნაციონალურ სტრატეგიებში, განსაკუთრებით კი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობებისა.
  • კატასტროფის რისკის შემცირების აღჭურვილობა - სამიზნე ინსტიტუციებს მეტი მზადყოფნისთვის უზრუნველვყოფთ კატასტროფის რისკის შემცირების აღჭურვილებით,, როგორიცაა ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების პაკეტი, მეგაფონი, საევაკუაციო ნიშნები და ა.შ.

მიღწევები

  • კატასტროფის რისკის შემცირების ტრენინგი ჩაუტარდა 2,400 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მასწავლებელს.
  • 18,000 ბავშვზე მეტი იყო კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებაში ჩართული.
  • შეიქმნა კატასტროფის მართვის კომიტეტების და შეიქმნა კატასტროფისადმი მომზადების გეგმები 120 სკოლამდელ დაწესებულებაში და სპეციალურ სკოლებში.
  • 120 სკოლამდელი დაწესებულება მომარაგდა სპეციალური აღჭურვილობით კატასტროფის რისკის შემცირებისათვის.
  • კატასტროფის რისკის შემცირების და პირველადი სამედიცინო დახმარების ვარჯიში ჩაუტარდა 50 ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრს.
  • საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ 71 შენობაში.
  • 120 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გადაეცა საგანმანათლებო ლიტერატურა კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ