+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ASB საქართველოს სტრატეგიული სამუშაო შეხვედრა 2016

მეტი 19-21 აპრილს გაიმართა საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონში. ASB საქართველოს ყველა თანამშრომელი და ASB-ს მთავარი ოფისის წარმომადგენელი, ბერნდ ილგი, მონაწილეობდა ყოველწლიური გეგმისა და შეფასებების განხილვაში, რომლებიც 2015 წელს შეიქმნა. ღია დისკუსიების შედეგად მრავალი ახალი იდეა წამოიჭრა ASB საქართველოს მომავალი მუშაობისა და პროექტების შესახებ. ასევე განიხილა იმ სოციალური საწარმოების მდგრადობის შესაძლებლობები, რომლებიც დაფუძნებულია ASB-ს სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
22/04/2016

30 000 ადამიანი საბერძნეთში მხარდაჭერას საჭიროებს

მეტი გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნები ახალი ლტოლვილების მიღებაზე უარს აცხადებენ, ლტოლვილებთან დაკავშირებული მდგომარეობა საბერძნეთში კიდევ უფრო იძაბება. არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ გადაცემული ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა მზად არის ლტოლვილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. ASB-მ დახმარება იდომენისა და ლესბოს რაგიონებში დაიწყო.
20/04/2016

საზოგადოებრივი ორგანიზაციის განვითარების პროექტი ახალ ფაზას იწყებს

მეტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB საქართველო) ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ მომდევნო ფაზას იწყება. ASB საქართველოს ახალი პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრთან (UCIPR) პარტნიორობით ხორციელდება.
11/04/2016

შეხვედრა საქართველოს მინისტრის მოადგილესთან

მეტი არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ქალაქ კოლნის მთავარ ოფისში გაიმართა შეხვედრა ASB-ს გენერალური მენეჯერთან, ულრიხ ბაუხთან და მამუკა ცოტნიაშვილთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილესთან.მინისტრის მოადგილე ASB-ს ეწვია საქართველოში მყოფი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის განსახილველად. ASB-ს საგარეო დახმარების განყოფილების წარმომადგენლები დაესწრნენ შეხვედრას.
25/03/2016

ASB-ს საერთაშორისო გუნდის შეხვედრა 2016

მეტი არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის საერთაშორისო შეხვედრა 2016 გაიმართა 14-20 თებერვალს ქალაქ კოლნში, გერმანიაში. შეხვედრა შედგა ASB-ს მთავარ ოფისში.საქართველოს, ინდონეზიის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, კოსოვოს, ერაყის (KRG), ნიკარაგუას, ჰაიტის, ნიგერიისა და ნეპალის ოფისების წარმომადგენლები ესწრებოდნენ შეხვედრას. შეხვედრაზე განიხილეს ASB-ს მომავალი წლების სტრატეგია და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო გამოცდილებები საკუთარი პროექტებიდან
23/03/2016

საქართველოს პრეზიდენტი პანკისის საკვირაო სკოლას აფინანსებს

მეტი საკვირაო სკოლა „მაცნე 2015“ დაარსდა ASB-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2014-2015 წლებში განხორციელდა და პანკისში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ერთი წლის განმავლობაში ბავშვებს სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და დიდი ოჯახებიდან, საშუალება ჰქონდათ მიეღოთ სამოქალაქო განათლება, წაეკითხათ კლასგარეშე ლიტერატურა, ეყურებინათ საგანმანათლებლო სატელევიზიო გადაცემებისთვის და განეხილათ მათთვის საინტერესო თემები მასწავლებლებთან და თანატოლებთან ერთად.
18/03/2016

ახალი საბავშვო ბაღი ბერბუკის დევნილთა დასახლებაში

მეტი 7 მარტს ბერბუკის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა. პროექტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ხელშეწყობით, და გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
9/03/2016

პროექტის დახურვა პანკისში

მეტი პანკისის სოცილურ თემებზე გამართული მედია კონკურსის გამარჯვებულები სოფელ დუისში დასახელდნენ.
21/12/2015

ინკლუზიური მიდგომა ASB საქართველოს ოფისში

მეტი 3 დეკემბერს აღინიშნება გაეროს მიერ დაარსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. მისი მიზანია უკეთ გავიგოთ შშმ პირთა საჭიროებები და ხელი შევუწყოთ მათი ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვას. ეს დღე წარმოადგენს ასევე შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს.
3/12/2015

მედია დაჯილდოვება

მეტი სასტუმრო კოსტეში, პარასკევს, 30 ნოემბერს, მედია დაჯილდოვება გაიმართა.
2/11/2015

გვერდები