+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

მეტი კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკომისია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან ერთად აღნიშნავს კატასტროფისადმი მზადყოფნის პროგრამის 20 წლის იუბილეს.2016 წლის 13 ოქტომბერს, 11 საათზე, DIPECHO–ს პროგრამის 20 წლისთავის აღსანიშნავად, ევროკომისია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან და DIPECHO–ს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
12/10/2016

სოციალური მეწარმეობის ფესტივალი უფლისციხეში

მეტი გასულ შაბათს, 17 სექტემბერს, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB), უფლისციხეში გამართულ სოციალური მეწარმეობის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიების დევიზი იყო „მე მხარს ვუჭერ სოციალურ მეწარმეობას“ და მიზნად სოციალური მეწარმეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ზრდასა და რეგიონში მოღვაწე სოციალური მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავდა.
22/09/2016

თემურის ისტორია პანკისიდან

მეტი თემურ მაჩალიკაშვილი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობით დაიბადა და საქართველოში, პანკისის ხეობაში ცხოვრობს.  პანკისი საქართველოს ერთ-ერთი უღარიბესი ხეობაა და ბოლო ხანებში თემურს შეუწყდა მისთვის ფრიად საჭირო  სახელმწიფო დახმარება. მას შემდეგ ის დამოკიდებულია თავისი პატარა ფერმიდან გაყიდული პროდუქტებით მიღებულ შემოსავალზე.
19/08/2016

საერთაშორისო კონფერენცია სოციალური სერვისების განვითარებაზე

მეტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ორგანიზებით, ტექნოპარკში, 29 ივნისს, პროექტის  "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა: სოციალური სერვისების განვითარების პროცესი, მისი გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში; ასევე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის მუშაობის სპეციფიკა და ქვეყნის როლი სოციალური სერვისების განვითარებაში.
6/07/2016

მედია კონკურსი „სოციალური საწარმოები დევნილთათვის საქართველოში"

მეტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და  საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი"   საქართველოს მასშტაბით იწყებს მედია კონკურსს თემაზე: „სოციალური საწარმოები დევნილთათვის საქართველოში". კონკურსის მიზანია შიდა ქართლში არსებული სოციალური საწარმოების შესახებ საზოგადოების ინტერესის გაზრდა და მედიის როლის გაძლიერება სოციალური მეწარმეობისა და სოციალური სერვისების კუთხით და ზოგადად თემის გარშემო საზოგადოების მეტი ჩართულობა.
29/06/2016

საინფორმაციო ტური შიდა ქართლის სოციალურ საწარმოებში

მეტი 24-25 მაისს, შიდა ქართლში,  საინფორმაციო ტური ჩატარდა. ტური მოიცავდა იმ სოციალური საწარმოების გაცნობას, რომელიც პროექტის "სოციალური საწარმოები დევნილთათვის საქართველოში“ ფარგლებში ფუნქციონირებს. საინფორმაციო ტურში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ადგილობრივი მთავრობის წევრებმა, ასევე პროექტში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ტურის მონაწილეები გაეცნენ საზღვრისპირა ზოლში ახლად გახსნილ საწარმოებს, რომლებიც მიმდინარე თვიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა.
27/05/2016

საგრანტო კონკურსი

მეტი არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საქმიანობს 2010 წლიდან და ახორციელებს პროექტებს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით.
23/05/2016

იდეების კონკურსი

მეტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით აცხადებს „იდეების კონკურსს“ სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.
20/05/2016

ვაკანსია - პროექტის მენეჯერი

მეტი ASB საქრთველოს ოფისი აცხადებს ვაკანსიას კატასტროფის რისკის შემცირების პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.ვაკანსიის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ.
17/05/2016

ევროპული სოციალური სერვისების კონფერენცია

მეტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი 2016 წლის 20–22 ივნისს, ჰააგაში, ევროპული სოციალური სერვისების 24–ე კონფერენციაში (ESSC) მიიღებს მონაწილეობას.კონფერენციაზე განხილული იქნება საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საჯარო სერვისებისა და ადგილობრივი თემის, მისი მოსახლეობის თანამშრომლობის ეფექტურობის გაძლიერება სიღარიბისა და სოციალური მარგინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
26/04/2016

გვერდები