+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

შინმოვლის პროექტი დაბა კაზრეთში გრძელდება

მეტი სოციალური საწარმო „ქალთა ინიციატივები“ 2013 წელს დაარსდა ევრო კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქვემო ქართულის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“ ფარგლებში.სოციალური საწარმო ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მცხოვრებ 17 მოხუც ბენეფიციარს შინმოვლის სერვისს სთავაზობდა.
23/01/2015

კატასტროფის რისკის შემცირების ტრენინგები თბილისის საბავშვო ბაღებში

მეტი 2015 წლის 27 იანვრიდან ორგანიზაცია ASB, კოალიცია -”გერმანია ეხმარება” (Aktion Deutschland Hilft) ფინანსური მხარდაჭერით იწყებს კატასტროფის რისკის შემცირების ტრენინგებს თბილისის საბავშვო ბაღებში.
22/01/2015

რაგბის პროექტი ცხინვალის სიახლოვეს

მეტი საქართველოს სამარიტელთა კავშირმა (სსკ) ავსტრიის სამარიტელთა კავშირთან ერთად 2014 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტი: "რაგბი - სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის", რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვებს სკოლის შემდეგ თავისუფალი დრო რაგბის თამაშს დაუთმონ.
14/11/2014

ჩვენ მზად ვართ!

მეტი კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე ბავშვებთან და მოხუცებულებთან ერთად
6/11/2014

ტრენინგი საპროექტო წინადადების წერაში

მეტი 25-26 ოქტომბერს სოციალური საწარმოების წარმომადგენლებს ბოლნისის რეგიონიდან ჩაუტარდათ ტრენინგი საპროექტო წინადადების წერაში.ტრენინგი მომზადდა არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის: „ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ტრენინგი ჩაატარეს „მზიანი სახლის“ წარმომადგენლებმა ნინა გოგოლაძემ და ნოდარ მიმინოშვილმა.
27/10/2014

ბავშვები და ხანდაზმულები აღნიშნავენ კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს

მეტი “ჩვენ მზად ვართ! “ 22 ოქტომებრი 2014 წ., თბილისის ხანდაზმულთა პანტიონატი, 12:00 სთ.
21/10/2014

სოციალური საწარმოს წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტის მართვაში

მეტი ამა წლის 15-17 ოქტომბერს პროექტის „ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“. პროექტს ახორციელებენ ASB და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით) მონაწილეებისათვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე „პროექტის მართვის ციკლი“
19/10/2014

ASB საქართველოს თანამშრომლების უსაფრთხოების ტრენინგი

მეტი 2014 წლის 2 ოქტომბერს ASB საქართველოს თანამშრომლებს არაგვის ხეობაში ჩაუტარდათ უსაფრთხოების ტრენინგი.ტრენინგის მიზანი იყო უსაფრთხოების პროცედურების გაცნობა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. თანამშრომლებს მიეწოდათ აუცილებელი თეორიული ინფორმაცია, რასაც თან ერთოდა ვიზუალური პრეზენტაცია ცეცხლმაქრის გამოყენების, მანქანის არასამანქანო გზაზე ტარების, ბორბლის შეცვლისა და დაცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენების შესახებ.თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ ASB-ს თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ ველზე, პრაქტიკულად გამოეცადათ ახალი უნარები.
3/10/2014

ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი ბოლნისის სოციალური საწარმოების მოსანახულებლად

მეტი 2014 წლის 24 სექტემბერს პროექტის “ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთვრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ხელმძღვანელები ეწვივნენ სოციალურ საწარმოებს დაბა კაზრეთში და სოფელ ბოლნისში.ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაცნობოდნენ საწარმოების მუშაობას. მათ იმსჯელეს საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდა 31 ადამიანი.
24/09/2014

ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში

მეტი ქალბატონი ნანი ცხოვრობს მრავალსართულიან კორპუსში, არ ჰყავს ოჯახი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.რამოდენიმე წელია მას აღარ შეუძლია გავიდეს ეზოში და თავი დააღწიოს „ოთხ კედელს“. კორპუსში ლიფტი არ მუშაობს, ხოლო კიბეზე ჩამყვანი არავინ ჰყავს, რადგან მარტოხელაა.ნანი დიაკონიძე 69 წლის ქალბატონია, რომელიც ცხოვრობს დაბა კაზრეთში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ის ერთ-ერთია მონაწილეა ხანდაზმულთა შინმოვლის პროეტიდან, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივები“.
22/09/2014

გვერდები