+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი პანკისის საკვირაო სკოლას აფინანსებს

მეტი საკვირაო სკოლა „მაცნე 2015“ დაარსდა ASB-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2014-2015 წლებში განხორციელდა და პანკისში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ერთი წლის განმავლობაში ბავშვებს სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და დიდი ოჯახებიდან, საშუალება ჰქონდათ მიეღოთ სამოქალაქო განათლება, წაეკითხათ კლასგარეშე ლიტერატურა, ეყურებინათ საგანმანათლებლო სატელევიზიო გადაცემებისთვის და განეხილათ მათთვის საინტერესო თემები მასწავლებლებთან და თანატოლებთან ერთად.
18/03/2016

ახალი საბავშვო ბაღი ბერბუკის დევნილთა დასახლებაში

მეტი 7 მარტს ბერბუკის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა. პროექტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ხელშეწყობით, და გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
9/03/2016

პროექტის დახურვა პანკისში

მეტი პანკისის სოცილურ თემებზე გამართული მედია კონკურსის გამარჯვებულები სოფელ დუისში დასახელდნენ.
21/12/2015

ინკლუზიური მიდგომა ASB საქართველოს ოფისში

მეტი 3 დეკემბერს აღინიშნება გაეროს მიერ დაარსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. მისი მიზანია უკეთ გავიგოთ შშმ პირთა საჭიროებები და ხელი შევუწყოთ მათი ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვას. ეს დღე წარმოადგენს ასევე შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს.
3/12/2015

მედია დაჯილდოვება

მეტი სასტუმრო კოსტეში, პარასკევს, 30 ნოემბერს, მედია დაჯილდოვება გაიმართა.
2/11/2015

სოფ. კოკის რეაბილიტირებული ბაღის გახსნა

მეტი 27 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოკში გაიმართა რეაბილიტირებული ბაღის გახსნის საზეიმო ცერმონიალი.
27/10/2015

ნანა ირემაშვილი ბათუმის საბავშვო ბაღის მზაობის შესახებ

მეტი ქალბატონი ნანა ირემაშვილი უკვე რვა წელია ბათუმის მეორე ბაღის გამგის პოზიციაზე მუშაობს. კატასტროფის რისკის შემცირებისა და პირველადი დახმარების ტრენინგები მის ბაღში 2011 წელს ჩაუტარდათ მასწავლებლებს.
1/10/2015

6 ახალი სოციალური საწარმო შიდა ქართლში

მეტი ექვსი ახალი სოციალური საწარმოს გახსნა 25 სექტემბერს ბორჯომში, სოციალურ ფორუმზე გაიმართა. შიდა ქართლის რეგიონში დაარსებული საწარმოების ნაწილი სოციალური სერვისების მიწოდებაზე, ხოლო ნაწილი ბიზნესზე ორიენტირებულია. საწარმოები გაიხსნა არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადააგდილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
28/09/2015

საგრანტო კონკურსი

მეტი საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი ახორციელებენ პროექტს „“საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
8/09/2015

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

მეტი 2015 წლის 9-10 ივლისს თბილისში, 14-15 ივლისს ზუგდიდში და 16-17 ივლისს ბათუმში, არბაითერ სამარიტერ ბუნდის (ASB) პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“  ფარგლებში ჩატარდა სამი ორდღიანი ტრენინგი.
27/07/2015

გვერდები