+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ევაკუაციის სიმულაცია კომპლექსში "M2 თამარაშვილზე"

16 დეკემბერს ASB საქართველომ, დეველოპელურ კომპანია M2-თან ერთად, საცხოვრებელ კომპლექსში „M2 თამარაშვილზე“ მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა. ღონისძიებამდე კომპლექსის მაცხოვრებლებმა სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს მოქცევის ძირითადი წესების შესახებ მიიღეს ინფორმაცია რის შემდეგაც, თითოეულ მათგანს სიმულაციურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა.

ევაკუაცია მაქსიმალური სიზუსტით ასახავდა ბუნებრივი კატასტროფის სცენარს, შენობებში ჩაირთო განგაშის სიგნალი, ხოლო ლიფტი ავტომატურად გაჩერდა პირველ სართულზე იმისთვის, რათა მაცხოვრებლის ჯანმრთელობას მისი გამოყენების გამო საფრთხე არ შექმნოდა. ევაკუაცია საინტერესო აღმოჩნდა როგორც ახალგაზრდა, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენელთათვის. მონაწილეთა უმრავლესობა მსგავს ღონისძიებაში პირველად ჩაერთო.

სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვს სააგენტო აქტიურად მონაწილეობდა სასწავლო ევაკუაციის განხორციელების პროცესში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორი ბუნებრივი კატასტროფების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის მიზნით გაერთიანდა.

ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას მათ შორის: ცეცხლის ჩაქრობის იმიტაციას, ეტლით მოსარგებლე პირისა და მეექვსე სართულზე „დარჩენილი“ მაცხოვრებლების საევაკუაციო კიბის გამოყენებით „გადარჩენას“.

შენობის წარმატებულად დაცლის შემდეგ ევაკუაციის მონაწილეები საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში, მცირე წვეულებაზე დარჩნენ. სასიამოვნო მუსიკა, პროფესიონალი ფოტოგრაფი, GIF-ის აპატარი და ფურშეტი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების როგორც მაცხოვრებლებს შორის, ასევე ადგილობრივ მედიასთან, გაზიარებისთვის საუკეთესო ატმოსფეროს ქმნიდა.

მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია პროექტის „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

18/12/2017