+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს?

ASB აგრძელებს კატასტროფის რისკის შემცირებისა და გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო რჩევების სერიას.

კატასტროფა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ადგილას. სტიქიის ზონაში თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ, აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი და დროული ქმედებებისთვის.

    ხანძარი

    მოდით აღვწეროთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის გაჩენისა და მოულოდნელად შემთხვევის ადგილზე აღმოჩენის შემთხვევაში:

    • დარჩით რაც შეიძლება ახლოს იატაკთან, ნახევრად დახრილ მდგომარეობაში და რაც შეიძლება მალე დატოვეთ შენობა;
    • არ გამოიყენოთ წყალი ელექტრონულ მოწყობილობაში ცეცხლის ჩასაქრობად;
    • არ გააღოთ ფანჯარა და არ დაიმალოთ შენობაში (მაგ. საწოლის ან მაგიდის ქვეშ). სცადეთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ შენობა;​

    თუ გრძნობთ, რომ იხრჩობით ჰაერის უკმარისობისგან, თავის გადასარჩენად რამდენიმე მეთოდი არსებობს:

    • მეთოდი #1: მუშტი მიიტანეთ გულმკერდის ქვემოთ და ჭიპის ზემოთ. შემდეგ კი სწრაფად ამოძრავეთ მუშტი წინ და უკან - საპირისპირო მიმართულებით;
    • მეთოდი #2: მიეყრდენით სკამს და თქვენი მუცლით მაგრად მიაწექით სკამის საყრდენს;
    • მეთოდი #3: დაწექით იატაკზე აზიდვის ფორმაში, გააკეთეთ რამდენიმე აზიდვა და შეისუნთქეთ ჰაერი სწრაფად; შემდეგ, დაწექით იატაკზე, ასწიეთ თავი და ეცადეთ დაწვეთ მკერდზე, ხელები - ზემოთ;
    • არ ისაუბროთ, არ მიიღოთ სითხე და ღრმად არ ისუნთქოთ;.

     

    სერიის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები:

    08/12/2017