+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე 2017

13 ოქტომბერს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო) მთაწმინდის პარკში გამართულ კატასტროფის რისკის შემცრების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა. აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ASB-მ მოწვეულ სტუმრებს კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. დამსწრეთ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ASB-ს კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიურ პროგრამას და მიეღოთ საჭირო მასალა ბუნებრივი კატასტროფებისა და მათი რისკის შემცირების შესახებ.

ASB-მ გააგრძელა ახლად დამკვიდრებული ტრადიცია და უმასპინძლა ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა #203 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მუდამ მზად არიან გაუზიარონ თავანთი ცოდნა სხვებს. ბავშვებმა მოხალისე მასწავლებლების როლი მოირგეს და სტუმრებს ქართული ჟესტური ენის სწავლება შესთავაზეს. აქტივობაში ჩართულმა სტუმრებმა გრძნობებისა და იდეების ხელებით გამოსახვა, ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფის აღმნიშვნელი ჟესტი ისწავლეს. ამავდროულად, რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრის "აისის" ბენეფიციარები, რომლებიც ღონისძიებაზე ASB-ს მოწვევით იმყოფებოდნენ, საქართველოს სამარიტელთა კავშირის (სსკ) წარმომადგენლებს პირველადი დახმარების ტრენინგის ჩატარებაში დაეხმარნენ  და თავადაც ისწავლეს.

მე-15 ბაგა-ბაღის მოსწავლეება სტუმრების გული ადვილად მოიგო მცირე სპექტაკლით, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და მიწისძვრის დროს მოქცევის ძირითად წესებს აცნობდა აუდიტორიას. ღონისძიება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც ინფორმატიული გამოდგა.

ღონისძიება ASB-ს პროექტის „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ. მის ერთ-ერთ ძირითად მიზანს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და კატასტროფის რისკის შემცირების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

16/10/2017