+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

როგორ მოვიქცეთ სისხლდენის დროს?

მოხვედრილხართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ადამიანს ექიმამდელი, პირველადი დახმარება სჭირდებოდა, ხოლო თქვენ დაიბენით ან არ იცოდით რა უნდა გაგეკეთებინათ? გახსოვდეთ, პირველადი დახმარების გაწევის ცოდნა შესაძლებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ASB გთავაზობთ გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო რჩევების სერიას. 

სისხლდენა

სისხლდენა არის სისხლძარღვებიდან სისხლის გამოსვლა, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია ტრავმასთან. ქვემოთ მოცემულია რჩევები სხვადასხვა სახის სისხლდენის შემთხვევაში.

 

1. როგორ მოვიქცეთ ცხვირიდან სისხლდენის დროს?

- დავჯდეთ და გადავხაროთ თავი წინ;
- მოვუჭიროთ სისხლმდენ ნესტოს 10 წუთის განმავლობაში;
- კეფაზე დავიდოთ ცივი კომპრესი;
- თუ სისხლდენა გაგრძელდება, დავურეკოთ სასწრაფო დახმარების ცენტრს (112).

2. როგორ მოვიქცეთ უმნიშვნელო სისხლდენის დროს?

- დავიბანოთ ჭრილობა წყლით;
- გავისუფთავოთ ჭრილობა წყალბადის ზეჟანგით;
- და ბოლოს, შევიხვიოთ სტერილური სახვევით.

 

3. როგორ მოვიქცეთ ვენური სისხლენის დროს?

- გავისუფთავოთ ჭრილობა წყალბადის ზეჟანგით;
- შევიხვიოთ მყარი სახვევით;
- დაშავებული ადგილი ავწიოთ მაღლა.

4. როგორ მოვიქცეთ მძიმე სისხლდენის დროს?

- სასწრაფოდ დავიდოთ ჭრილობაზე სტერილური სახვევი და შემდეგ, მაგრად უნდა დავაწვეთ ჭრილობას ჩვენივე ხელის გულით;
- ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ დავურეკოთ სასწრაფო დახმარების ცენტრს (112);

5. როგორ მოვიქცეთ არტერიული სისხლდენის შემთხვევაში?

- მჭიდროდ შემოვიხვიოთ სტერილური სახვევი;
- მჭიდროდ დავაჭიროთ ხელი არტერიას;
- მოვხაროთ დაზიანებული ფეხი ან ხელი;
- დაუყოვნებლივ დავურეკოთ სასწრაფო დახმარების ცენტრს (112); 

! იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენა არ შეჩერდა, გამოვიყენოთ დამწოლი ნახვევი;

- დავინიშნოთ დრო, როდესაც დაზიანებულ ჭრილობაზე დავიდებთ დამწოლ ნახვევს;
- დამწოლი ნახვევის გამოყენება ზაფხულში მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში, ხოლო ზამთარში - 30 წუთით განმავლობაში შეიძლება.

 

თუ გსურთ გაიგოთ მეტი, დარეგისტრირდით საქართველოს სამარიტელთა კავშირის პირველადი დახმარების კურსებზე

18/08/2017