+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

სასწავლო ტური პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში

14-22 მაისს ASB საქართველომ პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში სასწავლო ტური მოაწყო, იმ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, რომელიც ამ ორმა ქვეყანამ სოციალური მეწარმეობის საშუალებით არსებული სოციო-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის და ზოგადად სფეროს განვითარების კუთხით დააგროვა.

სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების და სოციალური საწარმოების წარმომადგენლებმა. ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ სოციალური საწარმოების მუშაობის სპეციფიკას. მოეწყო შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურებთან, ფონდებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალურ მეწარმეობის განვითარებას. ტურის მონაწილეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და იმსჯელეს მასპინძელი ქვეყნების გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგების გზებზე.

სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

01/06/2017