+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

სამოქალაქო უსაფრთხოების ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროგრამაში

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას, რომელიც მიზნად საგანმანათლებლო სისტემისთვის განკუთვნილი კატასტროფის რისკის შემცირების გზამკვლევის ფინალური ფაზის დასრულებას ისახავდა. შეხვედრას დაესწრნენ როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. გზამკვლევის საბოლოო ვერსიაში მოცემული იქნება კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის საგანმანათლებლო სექტორში განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები.

სამუშაო შეხვედრა ASB-ს ინკლუზიური პროექტის, „ჩვენ ზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“, ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (DG ECHO) მიერ და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სისტემაში ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირების კულტურის დამკვიდრების პროცესის ხელშეწყობას, შერჩეული უნივერსიტეტებისთვის DRR კურსების შემუშავებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებულ საკთხებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.  

სრული სტატია იხილეთ საიტზე preventionweb.net

01/03/2017