+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ტენდერი სოციალური სარეკლამო რგოლის მომზადებაზე

"არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი" (ASB) არის გერმანული არასამთავრობო, არაკომერციული, არაპოლიტიკური, არარელიგიური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1888 წელს. ორგანიზაცია საქმიანობს, როგორც სოციალური კეთილდღეობისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, ასევე კატასტროფებისადმი მზადყოფნისა და საგანგებო შემთხვევების მართვის მიმართულებით. 1992-1995 წლებში ASB აქტიურად მოღვაწეობდა საქართველოში. 2010 წლიდან კი ისევ განაახლა საქმიანობა ქვეყანაში და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამთავრობო აქტორებთან თანამშრომლობით წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. 

ASB, არასამთავრობო ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით". პროექტი მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. 

კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის მთავარი მიზანია კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში. ასევე, შშმ პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური თანამონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ASB იწვევს სარეკლამო კომპანიებს, კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე სოციალური სარეკლამო რგოლის მომზადებისთვის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სამუშაოს აღწერა: შემსრულებელმა უნდა დაამზადოს სოციალური სარეკლამო რგოლი, წინასწარ შეთანხმებული სცენარის თანახმად (გადაღების, მონტაჟის, მუსიკალური გაფორმების და გრაფიკის ჩათვლით).

ვიდეორგოლის მთავარი მიზანი:

** კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ადამიანთა ცნობიერების ამაღლება.
** საზოგადოებაში მიწისძვრის დროს მოქცევის წესების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა
** სოციალური სარეკლამო რგოლის გავრცელდება უნდა იყოს შესაძლებელი, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე სატელევიზიო ეთერშიც.

ვიდეო რგოლის ძირითადი სპეციფიკა:

** ვიდეო რგოლის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
** ვიდეო უნდა გახმოვანდეს ქართულ ენაზე და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ინგლისური ენის ტიტრებიც.

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** ორგანიზაციის დასახელება, სამუშაო გამოცდილება, რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია. 
** შემოთავაზების ფასი (ფასი უნდა იყოს მოცემული ლარებში, დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით).
** სამუშაოების დაწყების და დასრულების თარიღი. 
** ანგარიშსწორების პირობები (ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოთ უნაღდო ფორმით, საბანკო გადარიცხვით).
** პროდუქციის მოწოდების პირობები.
** მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი. 

გთხოვთ, თქვენი შემოთავაზება გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: application@asb-georgia.org 2017 წლის 5 იანვარის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ვიდეორგოლის დამზადება".

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს, თეონა ჯულუხაძეს, შემდეგ ტელეფონზე: 599 475060.

ASB თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ორგანიზაციას. ASB იტოვებს უფლებას, მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი შემოთავაზება ან გააუქმოს ის, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეაჩეროს შერჩევის პროცესი და უარყოს ყველა შემოთავაზება. ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, უარი უთხრას ნებისმიერ განმცხადებელს.

22/12/2016