+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ევროპული სოციალური სერვისების კონფერენცია

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი 2016 წლის 20–22 ივნისს, ჰააგაში, ევროპული სოციალური სერვისების 24–ე კონფერენციაში (ESSC) მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციაზე განხილული იქნება საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საჯარო სერვისებისა და ადგილობრივი თემის, მისი მოსახლეობის თანამშრომლობის ეფექტურობის გაძლიერება სიღარიბისა და სოციალური მარგინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ევროპული სოციალური სერვისების კონფერენცია ევროპული სოციალური ქსელის (ESN) ორგანიზებით,  ევროკავშირის საბჭოში ჰოლანდიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. კონფერენციას ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე მესამე სექტორის ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ–გვერდს.

26/04/2016