+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წელი

მეტი 17 ივნისს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო) გერმანია-საქართველოს პარტნიორობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას შეუერთდა. ASB-მ მისი საქმიანობით დაინტერესებულ სტუმრებს აღმაშენებლის გამზირზე უმასპინძლა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა შესთავაზა.
19/06/2017

სასწავლო ტური პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში

მეტი 14-22 მაისს ASB საქართველომ პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში სასწავლო ტური მოაწყო, იმ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, რომელიც ამ ორმა ქვეყანამ სოციალური მეწარმეობის საშუალებით არსებული სოციო-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის და ზოგადად სფეროს განვითარების კუთხით დააგროვა.
1/06/2017

ნაიჯელ ქეის ტრენინგი კრიზისულ კომუნიკაციაზე

მეტი ნაიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში  დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი იყო. ტელევიზიის დატოვების შემდეგ დაიწყო კონსულტირება ჟურნალიზმის განვითარების მიმართულებით - პასუხისმგებელი იყო დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 3 000 ჟურნალისტის ტრენინგებსა და მათი უნარების განვითარებაზე. ნაიჯელ ქეის დიდი წვლილი მიუძღვის დიდ ბრიტანეთში განვითარებული რამდენიმე მასშტაბური მოვლენის - „გრანდ ჰოტელის“ და ლონდონის ტერორისტული აქტების (2005 წ.) მედია გაშუქებაში. ნაიჯელ ქეი გამოცდილი ტელე და რადიო ინტერვიუერია.
8/05/2017

სამოქალაქო უსაფრთხოების ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროგრამაში

მეტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას, რომელიც მიზნად საგანმანათლებლო სისტემისთვის განკუთვნილი კატასტროფის რისკის შემცირების გზამკვლევის ფინალური ფაზის დასრულებას ისახავდა. შეხვედრას დაესწრნენ როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. გზამკვლევის საბოლოო ვერსიაში მოცემული იქნება კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის საგანმანათლებლო სექტორში განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები.
1/03/2017

ASB კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში მიიღებს მონაწილეობას

მეტი მექსიკა 2017 წლის გლობალური პლატფორმისთვის ემზადება. აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოს ტოპ კონფერენციებს შორის შედის და ბენებრივი, ასევე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კატასტროფისა და ეკონომიკური დანაკარგის შემცირების საკითხებს სხვადასხვა კუთხით განიხილავს. 2017 წლის გლობალური პლატფორმა, რომელიც 22-26 მაისის შუალედში ქალაქ კანკუნში (Cancún) ჩატარდება, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ფორუმი და სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯია.
16/02/2017

სოციალური საწარმოების სია საქართველოსა და უკრაინაში

მეტი მოცემული ორგანიზაციები დაფინანსებულია საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) პროექტის: საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პარტნიორებთან: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (UCIPR) ერთად.პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
9/02/2017

„იდეების კონკურსი“ - სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

მეტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით აცხადებს „იდეების კონკურსს“ სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.
25/01/2017

ტენდერი სოციალური სარეკლამო რგოლის მომზადებაზე

მეტი "არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი" (ASB) არის გერმანული არასამთავრობო, არაკომერციული, არაპოლიტიკური, არარელიგიური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1888 წელს. ორგანიზაცია საქმიანობს, როგორც სოციალური კეთილდღეობისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, ასევე კატასტროფებისადმი მზადყოფნისა და საგანგებო შემთხვევების მართვის მიმართულებით. 1992-1995 წლებში ASB აქტიურად მოღვაწეობდა საქართველოში.
22/12/2016

უსაფრთხოების ტრენინგი 2016

მეტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB საქართველო) 6 წლის იუბილის აღსანიშნავად, 17 დეკემბერს ASB-ს თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების  ყოველწლიური ტრენინგი და საზეიმო ვახშამი გაიმართა. წლევანდელი ტრენინგი მიზნად თოვლიან ზედაპირზე მანქანის მართვის უნარების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების პროცედურების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას ისახავდა.ოთხ გუნდად გაყოფილმა ASB საქართველოს თანამშრომლებმა თბილისიდან თიანეთისკენ აიღეს გეზი, მიზნის მისაღწევად კი თოვლით დაფარული გზით აირჩიეს წასვლა.
20/12/2016

ადვოკაციის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეთა შერჩევა

მეტი საგრანტო კონკურსში განაცხადების მოსამზადებლად ინტერესთა დაცვის სამუშაო შეხვედრების მონაწილეთა შერჩევა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური სერვისების მიმწოდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის
15/12/2016

გვერდები