+995 32 2 29 00 06
Eng

DiDRR ქსელი

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ინკლუზიური კატასტროფების რისკის შემცირების ქსელი (DiDRR) დაარსდა აზიის მეხუთე მინისტერიალზე კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ 2012 წლის ოქტომბერში ორგანიზაციების მიერ, რომელთაც სჯერათ, რომ:

  • კატასტროფების რისკის შემცირება ყველას ეხება.
  • ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფთა გამორიცხვა მოითხოვს სასწრაფო მოქმედებებს.
  • კოლექტიურად მუშაობით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მონაწილეობის გაზრდა კატასტროფის რისკის შემცირების დროს.
  • საერთო ძალებით შესაძლებელია კატასტროფის რისკის შემცირება შეზღუდული შესაძლებლობის პირების საჭიროებების გათვალისწინებით.
  • ყველას მოვალეობაა კატასტროფების რისკის შემცირების დროს გაითვალისწინონ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი პირები.

DiDRR ქსელის პარტნიორები მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა აქტიური ჩართულობისთვის კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკაში.

DiDRR ქსელის პარტნიორები ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მონაწილეობას ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების დროს, რათა უკეთ დაიგეგმოს 2015 წლიდან განსახორციებელი კატასტროფების რისკის შემცირების გეგმა.

DiDRR ქსელის პარტნიორები მუშაობენ სამთავრობო სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ინკლუზიური კატასტროფების რისკის შემცირების მნიშვნელობის გაზრდა საზოგადოებაში.

DiDRR ქსელის პარტნიორები თანამშრომლობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან, რათა მიაწოდონ ინფორმაცია და გაზარდონ მათი მზაობა კატასტროფების რისკის შემცირების კუთხით.

DiDRR ქსელის პარტნიორები ასევე შეისწავლიან კატასტროფების ზემოქმედებას შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე, აჯამებენ საუკეთესო გამოცდილებებს და ქმნიან შესაბამის საგანმანათლებლო რესურებს.

DiDRR ქსელის დამფუძნებელი პარტნიორები არიან:

www.asb.de

----------------------------------------------------------------------------------------------

www.cbm.org

----------------------------------------------------------------------------------------------

www.cdd.org.bd

----------------------------------------------------------------------------------------------

www.handicap-international.org

----------------------------------------------------------------------------------------------

www.malteser-international.org

----------------------------------------------------------------------------------------------

წყნარი ოკეანის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფორუმი

www.pacificdisability.org

----------------------------------------------------------------------------------------------

www.sadf.asia

----------------------------------------------------------------------------------------------

DiDRR ქსელის მხარდამჭერები არიან:

 
DiDRR ქსელი ასოცირებულია:

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ DiDRR ვებ-გვერდს.