+995 32 2 29 00 06
Eng

ASB საქართველო

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) საქართველოში მოღვაწეობა  1992 წელს, შიდა-ეთნიკური და გარდამავალი კონფლიქტების დროს დაიწყო, რომელიც 1991-დან 1993 წლამდე გაგრძელდა.

თბილისი და ზაარბრუკენი 1975 წლიდან ეწეოდნენ ურთიერთგაცვლით საქმიანობას, არბაითერ-სამარიტერ- ბუნდის ზაარლანდის წევრები, რომელიც 16 სექციიდან ერთ-ერთია, ორგანიზებას უკეთებდნენ ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნას. გერმანიიდან საქართველოში იგზავნებოდა სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის საკვები. ძირითადი საკვები პროდუქტები მოიცავდა, პურის ფქვილს, ზეთს და შაქარს, რადგან, მსგავსი პროდუქტები არ მოიპოვებოდა ან ან ძალიან ძვირი ღირდა.  ასევე განხორციელდა რამდენიმე აგრარული და საირიგაციო პროექტი, რათა მოსახლეობას უკეთ მოეყვანა მათვის სამყოფი პროდუქტები.

როდესაც საქართველო განვითარების გზას დაადგა, ASB-მ შეწყვიტა პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა პირადი კონტაქტები შენარჩუნდა.

2010 წელს, ASB-მ ისევ გახსნა  ოფისი საქართველოში. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მოახდინა სოციალური მომსახურების გაძლიერებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე, კატასტროფის რისკის შემცირების მდგრადი და ინკლუზიური სისტემის შექმნაში მონაწილეობაზე და საქართველოს სამარიტელთა კავშირის (SSK) მხარდაჭერაზე.