+995 32 2 29 00 06
Eng

ASB საგარეო დახმარება

როგორც არასამთავრობო არარელიგიურმა ორგანიზაციამ, ASB-მ 1888 წლიდან დაამტკიცა მისი განგრძობითობა და სანდოობა. საზღვარგარეთ პირველი მისიის შემდეგ, რომელიც 1921 წელს დაიწყო, უცხოური ქვეყნების დახმარება ორგანიზაციის მთავარ კომპონენტად იქცა. ჰუმანიტარული და დემოკრატიული პრინციპები საფუძველია ჩვენი საქმიანობისა როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მთავარი აქტივობები

ჩვენ ინტეგრირებული მიდგომის გამოყენებით, ეფექტურ დახმარებას ვუწევთ საზღვარგარეთის ქვეყნებს და ასევე ვამზადებთ მათ, რათა თავად შეძლონ თავის დაცვა საჭიროებისამებრ.

ჰუმანიტარული დახმარება

უეცარი კრიზისის ან კატასტროფის შემთხვევაში, სწრაფ და მიზნობრივ დახმარებას ვუწევთ დაზარალებულ მოსახლეობას.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება

კატასტროფის რისკების მართვის ადგილზე გაძლიერებითა და თვითდახმარების შესაძლებლობების გაზრდით, ვზრდით ადგილობრივი მოსახლეობის დავდაცვითუნარიანობას საგანგებო სიტუაციების დროს. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას წინასწარ ვამზადებთ კატასტროფის შემდგომი მოქმედებებისთვის.

დაბრუნება და რეინტეგრაცია

გვსურს დავეხმაროთ იძულებით გადაადგილებულ და დევნილ პირებს, დაუბრუნდნენ საცხოვრებლებს მშვიდობიან გარემოში. ძირითადი მიზანია მათთვის მისაღები სოციო-ეკონომიკური გარემოს შექმნა რათა არ გაუჭირდეთ ცხოვრების ახლიდან დაწყება.

სამარიტელთა საერთაშორისო  თანამშრომლობა

გერმანულ და საერთაშორისო სამარიტელთა კავშირებთან თანამშრომლობით ვეხმარებით ორგანიზაციების სტრუქტურის განვითარებას და დახმარებას ვუწევთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

როგორ ვმუშაობთ

ჩვენ ვეხმარებით რაც შეიძლება სწრაფად და იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა

ჩვენი საქმიანობა ინტეგრირებულ მიდგომაზეა დაფუძნებული. უეცარი კრიზისის ან კატასტროფის შემთხვევაში დახმარებას რაც შეიძლება სწრაფად ვუწევთ, სწრაფი რეაგირების ჯგუფების გაგზავნით, სანდო პარტნიორების დახმარებითა და ადგილობრივი ოფისების გამოყენებით. ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია იმ ადამიანების დახმარება რომლებიც კატასტროფამ დააზიანა, და იმდენი ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამიტომ, არა მხოლოდ დაზარალებულებს ვეხმარებით, არამედ ვცდილობთ გავაძლიეროთ მათი თავდაცვისუნარიანობა, რათა მომზადებულები შეხვდნენ საგანგებო სიტუაციას და საკუთარი თავი ეფექტურად დაიცვან.

სრული და მოხალისეობრივი მუშაობა

მოხალისეობრივი მუშაობა ASB გერმანიის ყველაზე ძვირფასი რესურსია. ამიტომ ვაერთიანებთ მოხალისეობრივ და სრულ სამუშაო ძალებს რათა ურთიერთთანამშრომლობით შევძლოთ საგანგებო სიტუაციის დროს დავეხმაროთ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით.

ადგილობრივი თანამშრომლობის გაძლიერება

ვცდილობთ ავამაღლოთ ადგილობრივების ცხოვრების დონე და შევამციროთ მათი დამოკიდებულების ხარისხი გარე დახმარებებისადმი. სისტემატური მხარდაჭერით ვაძლიერებთ ადგილობრივ ჯგუფებს, მაგალითად არასამთავრობო სექტორს, კონსულტაციებით, განათლებითა და ფინანსური დახმარებით, რათა ამაღლდეს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობები.

ჩვენი პროგრამების მოქნილობა და სტრატეგია საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ იმ ხარისხით, რასაც ქვეყანა იმსახურებს.

საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება

საერთაშორისო სამარიტელთა თანამშრომლობის ფარგლებში ვახალისებთ და მხარს ვუჭერთ თანამშრომლობას გერმანიის ASB ფილიალსა და სამარიტელთა კავშირებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე ვაძლიერებთ სოციალური პროგრამების სტრუქტურას პარტნიორ ქვეყნებში და ვქმნით სოციალურ სერვისებს იმ ადამიანებისთვის ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ.

რესურსების გაერთიანება

როგორც წამყვანი კეთილდღეობის ფედერაციის წევრს, გვაქვს დიდი გამოცდილება. ჩვენ ამ გამოცდილებას და ცოდნას ვუზიარებთ პარტნიორ ორგანიზაციებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ურთიერთ ნდობის საფუძველზე. რესურსების გაერთიანება კი საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ უფრო ეფექტურები  საერთო მიზნების მისაღწევად.

ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმიანობას

ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ფინანსების ხარჯვას. გვაქვს ვალდებულებები, როგორც იმ ადამიანებისადმი ვისაც ვეხმარებით, ასევე მათ წინაშე, ვინც გვაფინანსებს. ამიტომ, პერიოდულად ვატარებთ შიდა და გარე საკვალიფიკაციო შემოწმების პროცედურებს, აუდიტს, რათა უზრუნველვყოთ გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

ASB-საგარეო დეპარტამენტი უზრუნველყოფს ადგილობრივი ოფისების ფუნქციონირებას აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ ამერიკაში და კარიბის ზღვის აუზში. ამ ქვეყნებში საქმიანობის მთავარი სფეროებია ჰუმანიტარული დახმარება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რეაბილიტაცია. პროექტები ხორციელდება პირდაპირ ადგილობრივი ოფისების მიერ, ან მათი პარტნიორების მეშვეობით.

ASB პასუხისმგებლობით უდგება მის საქმიანობას და ვალდებულებად მიაჩნია დაეხმაროს ადამიანებს, რომელიც კატასტროფამ დააზარალა ან შეიძლება მომავალში დააზარალოს.

ASB-ს საგარეო დახმარების პროგრამა ფინანსდება, როგორც ინსტიტუციური ასევე კერძო სექტორიდან, როგორებიცაა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის ეკონომიური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო, ევროკავშირი, ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის კომისია, მოსახლეობის ბიურო, დევნილთა და მიგრაციის სამსახური, ასევე გაეროს ორგანიზაციები როგორებიცაა, FAO, UNHCR, UNDP, UN-OCHA, UNICEF, WFP და სხვა.

პირველადი დახმარების სამარიტელთა ჯგუფი (FAST)

პირველადი დახმარების სამარიტელთა ჯგუფი (FAST) უზრუნველყოფს ეფექტურ, პროფესიონალურ და სწრაფ რეაგირებას კატასტროფებისას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მთავარი კომპონენტი საერთაშორისო დახმარებისა არის პირველადი სამედიცინო დახმარება და სასმელი წყლის გაწმენდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.asb.de/de/unsere-angebote/auslandshilfe/fast

სამარიტელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (SAM.I.)

სამარიტელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (SAM.I.) არის არასამეწარმეო, არამომგებიანი  ორგანიზაციების  ევროპული გაერთიანება, რომელიც პოლიტიკისა და რელიგიისგან  დამოუკიდებლად, დემოკრატიული ჩართულობის ფარგლებში, მხარდამჭერთა დიდ ჯგუფთან ერთად მუშაობს საგანგებო სიტუაციის დროს პირველად დახმარებებზე.

ASB SAM.I.-ს ერთ-ერთი დამაარსებელი წევრია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.samaritan-international.eu