+995 32 2 29 00 06
Eng

ASB-ს პარტნიორები

ჩვენ ვმუშაობთ:

  • ცენტრალური ხელისუფლების უწყებებთან (MoES, EMD, MoNREP)
  • ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებასთან (მუნიციპალიტეტები, გუბერნატორის ოფისი)
  • საზოგადოების წევრებთან, ბაღის მენეჯმენტისა და მშობლების ჩათვლით
  • საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან:

ჩამოთვლილია ანბანის მიხედვით

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობას. ეს მიზანი ხორციელდება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართვით, მათი ინტერესების დაცვითა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერით, პრაქტიკაზე ორიენტირებული კვლევების ჩატარებით. ამრიგად, ცენტრის მისია არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობა მთავრობასა და საზოგადოებას შორის ორმხრივი დიალოგის ხელშეწყობის გზით.

 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"

1995 წელს დაარსებული საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" არის ქართული, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია გაზარდოს ინდივიდებისა და საზოგადოების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს იძულებით გადაადგილებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების პირობები შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით.

 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია არასამთავრობო, არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2004 წელს თბილისში პირველი ქართველი სოციალური მუშაკების მიერ, რომელთაც განათლება მიიღეს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ასოციაცია პირველი ინიციატივაა საქართველოში,  რომელიც ახდენს სოციალურ მუშაკთა და სოციალური მომსახურების მიმღებ პირთა მნიშვნელოვნების აღიარებასა და  მათი  უფლებების ადვოკატირებას.

 

საქართველოს სამარიტელთა კავშირი - სსკ

სსკ-ს საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის სოციალური დისკრიმინაციის დაძლევის ხელშეწყობა. მათ სურვილს წარმოადგენს ის, რომ საქართველოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები იყვნენ საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრები, ჰქონდეთ განათლების მიღების საშუალება და ცხოვრების სათანადო პირობები, ხელი მიუწვდებოდეთ მათთთვის საჭირო ფსიქოლოგიურ და სოციალურ მომსახურებაზე და ინტეგრირებულნი იყვნენ საზოგადოებაში.

 

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

ასოციაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ადგილნაცვალ ქალებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, აგრეთვე, ხელს უწყობს იგპ და სხვა უმცირესობათა ჯგუფების განათლების, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებსა და ახალგაზრდობას.

 

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი

ფონდის მიზნებია კახეთში, პანკისის ველზე მცხოვრები ძულებით გადაადგილებული პირების დახმარება, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ტრენინგების და სხვადასხვა შესაძლებლობების გაზრდის საშუალებით.

 

ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" - Save the Children

ფედერაციის "გადავარჩინთ ბავშვები" მთავარი მიზნები და ამოცანებია ბავშვებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუქმნან ჯანმრთელი გარემო, მისცენ განათლების შესაძლებლობა და ასწავლონ ზიანისგან თავის დაცვა. ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებით, ფედერაცია მათ მომავალს ცვლის.

 

World Vision

World Vision ქრისტიანული ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ბავშვებს, ოჯახებს და საზოგადოებას მიაღწიონ სრულ პოტენციალს. ორგანიზაცია ამას სიღარიბისა და უსამართლობის აღმოფხვრის საშუალებით აკეთებს. World Vision მსოფლიოს 100 ქვეყანაში მუშაობს და ეხმარება ყველას, განურჩევლად რელიგიის, რასის, წარმომავლობის და სქესისა.