+995 32 2 29 00 06
Eng

ASB-ს დონორები

მოსახლეობის, დევნილთა და მიგრაციის ბიურო

მოსახლეობის, დევნილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM) ეხმარება და გრძელვადიანად აგვარებს დევნილთა, კუნფლიქტის მსხვერპლთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა პრობლემებს მთელს მსოფლიოში რეპატრიაციის, ადგილზე ინტეგრაციისა და განსახლების გზით შეერთებულ შტატებში. BPRM ასევე ხელს უწყობს შეერთებული შტატების მოსახლეობისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებას.

 

ევროკომისია

ევრიკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და მთლიანად ევროპის ინტერესებს იცავს (და არა კონკრეტული ქვეყნების). ტერმინი კომისია აღნიშნავს, როგორც კომისართა კორპუსს ასევე თავად ინსტიტუციას, რომლის სათაო ოფისიც ბრიუსელში, ბელგიაში მდებარეობს. მას წარმომადგენლობითი ოფისები ყველა წევრ ქვეყანაში აქვს. ევროკომისიის მთავარი ფუნქციებია:

  • დასახოს ქმედების მიზნები და პრიორიტეტები;
  • პარლამენტს და საბჭოს მიმართოს საკანონმდებლო ინიციატივებით;
  • მართოს და მოახდინოს ევროკავშირის პოლიტიკისა და მისი ბიუჯეტის იმპლემენტაცია ;
  • აღასრულოს ევროპის სამართალი (ევრიკავშირის სასამართლოსთან ერთად);
  • იყოს ევროკავშირის წარმომადგენელი მის ფარგლებს გარეთ (სავაჭრო შეთანხმებებში მოლაპარაკებებისას ევროკავშირსა და არაწევრ ქვეყნებს შორის და ა.შ.)

 

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამოქალაქო დაცვაში - DG ECHO

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამოქალაქო დაცვაში მიზნად ისახავს სიცოცხლის გადარჩენასა და შენარჩუნებას, თავიდან ააცილოს და შეუმსუბუქოს ტანჯვა ადამიანებს და უზრუნველყოს ბუნებრივი კატასტროფებითა და ადამიანთა მიერ გამოწვეული კრიზისებისას დაზარალებული მოსახლეობის ღირსეულ პირობებში ცხოვრება. ევროკავშირის მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირის მოქალაქეთა თანადგომითა და ევროპული სოლიდარობით იმ ადამიანებისადმი ვისაც დახმარება ესაჭიროება. იგი განმარტებულია ლისაბონის ხელშეკრულებაში.

მისი სათაო ოფისი ბრიუსელშია და ასრულებს ადგილობრივი ოფისების ქსელის ფუნქციას. ECHO უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ დახმარებას ევროკავშირის მხრიდან, ორი მექანიზმით: ჰუმანიტარული დახმარებითა და სამოქალაქო დაცვით. ეს ორი მიმართულება 2010 წელს გაერთიანდა. კომისიამ შექმნა უფრო მტკიცე და ეფექტური ევროპული მექანიზმი ევროკავშირის გარეთ  კატასტროფებისადმი რეაგირებისთვის. 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – MoFA

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს გერმანიის ინტერესს მსოფლიოსადმი. იგი ხელს უწყობს საერთაშორისო გაცვლასა და გერმანიის მოქალაქეებს სთავაზობს დაცვასა და დახმარებას გერმანიის საზღვრებს გარეთ.

მისი სათაო ოფისი ბერლინშია და საზღვარგარეთ 229 წარმომადგენლობა აქვს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არეგულირებს გერმანიის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან და სუპრა-ნაციონალურ ორგანიზაციებთან. ეს მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ თანამშრომლობას ხელისუფლებათა შორის. რადგან გემანია და გერმანული საზოგადოება ჩართულია მზარდ საერთაშორისო ქსელებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელს უწყობს ინტენსიურ თანამშრომლობას ბიზნესის, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით საკითხებში, ასევე განვითარებასთან დაკავშირებულ სფეროებში და სხვა.

 

გერმანიის დახმარების კოალიცია – ADH

Aktion Deutschland Hilft (ADH), გერმანიის დახმარების კოალიცია არის გერმანიული ორგანიზაციების ერთობა, რომელსაც შეუძლია სწრაფი და ეფექტური დახმარების გაწევა დიდი მასშტაბის კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საზღვარგარეთ. მომავალში მათი წარმატების კიდევ უფრო ოპტიმიზაციისთვის, მონაწილე ორგანიზაციები საკუთარ გამოცდილებას საზღვარგარეთ, ჰუმანიტარულ დახმარებას ახმარენ.
გამონაკლის შემთხვევებში ADH ასევე აქტიურია საკუთარ ქვეყანაშიც. მათი ცოდნისა და სპეციფიური უნარების გაერთიანების იდეა ამა თუ იმ დახმარების გაწევისთვის, აერთიანებს ბევრ დამოუკიდებელ ინიციატორს საერთო კამპანიის ქვეშ. ამ გზით ხდება ერთმანეთის მსგავსი საქმის გაკეთებისთვის თავის არიდება და დახმარების კამპანიაში სიცარიელის შევსება.

საზღვარგარეთ კატასტროფის მწვავე ფაზის დროს, ორგანიზაციათა გაერთიანება ერთობლივად მიმართავს საზოგადოებას ფინანსური დახმარებისთვის. გერმანიის დახმარების კოალიცია დახმარებას ღებულობს საბანკო ანგარიშზე 102030 ბანკში: Bank für Sozialwirtschaft.