+995 32 2 29 00 06
Eng

ASB გერმანია

ASB არის არაპოლიტიკური, არარელიგიური დახმარებისა და კეთილდღეობის ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, სამოქალაქო დაცვა, პირველადი დახმარებისა და სოციალური მომსახურებები. 1,5 მილიონი წევრითა და 125 წელზე მეტი გამოცდილებით, ASB 

არის ერთ ერთი უძველესი და უდიდესი სოციალური დახმარების ორგანიზაცია გერმანიაში. 1921 წლიდან, იგი ჩართულია საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მისიებში და აქვს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ.

არბაითერ-სამარიტელთა-ბუნდს აქვს 16 ფედერალური და 200-ზე მეტი რეგიონული ოფისი, მუნიციპალიტეტებისა და უბნების მიხედვით. მასში გაერთიანებულია 36,000 თანამშრომელი და 15,000 მოხალისე, რაც მისი სერვისების ხარისხის გარანტიაა, როგორც სამოქალაქო დაცვაში ასევე სხვა სოციალურ საკითხებში.

ASB არის არაპოლიტიკური, არარელიგიური საქველმოქმედო ორგანიზაცია. ჩვენ ვეხმარებით ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური, ეთნიკური, ნაციონალური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ჩვენ ვუწევთ სწრაფ დახმარებას მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

1888  წლიდან ASB გასაჭირში მყოფ ადამიანებს ეხმარება, რაც მოიცავს, მოხუცთა მოვლას, პირველად დახმარებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დახმარებასა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მზრუნველობას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და განათლების ხელშეწყობას. ASJ არის ASB-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების სოციალურ აქტივიზმს უწყობს ხელს. ASB-ს საგარეო დახმარების პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას, კატასტროფის რისკის შემცირებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.
 
ASB 1888 წელს ექვსმა დურგალმა ბერლინში დააარსა. მაშინ, როდესაც არ არსებობდა არანაირი ჯანმრთელობისა და დაზღვევის რეგულაციები, არც სასწრაფო სამაშველო მომსახურება და ხშირად დასაქმებული ადამიანები მძიმე დაზიანებებს ღებულობდნენ.

ASB-ს დამფუძნებლებმა წარმატებით დანერგეს პირველი „გადაუდებელი დახმარების სასწავლო კურსი უბედური შემთხვევის დროს“. 1909 წელს, არბაითერ-სამატირელთა-გრუპენმა (სამუშაო ჯგუფი) გერმანიის მასშტაბით ჩამოაყალიბა ASB. როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, ASB ასევე აქტიურია სოციო-პოლიტიკურ სფეროში. ASB განიხილავს საკითხებს როგორც გერმანიიის ბუნდესტაგში და ევროპარლამენტში, ასევე სამინისტროებსა და სხვა ინსტიტუციებში.
 
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.asb.de/en 
გადმოიწერეთ ბროშურა