+995 32 2 29 00 06
Eng

ASB საქართველო

არბაითერ - სამარიტერ - ბუნდმა (ASB) საქართველოში საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში საოქალაქო ომი მძვინვარებდა. იმ დროისთვის, ASB-ს მთავარი მიზანი იყო ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, რათა გაეუმჯობესებინა საზოგადოების ყველაზე სუსტი და დაუცველი ფენის მდგომარეობა, მათი ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა ომის გამო. 1997 წელს სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ASB-მ თავისი წარმომადგენლობა საქართველოდან გაიწვია.

2010 წელს ASB დაბრუნდა საქართველოში, ამჯერად უკვე იმ აქტივობების განსახორციელებლად, რომელიც გაზრდიდა კატასტროფის რისკების შემცირების საშუალებას. სოციალური სერვისების განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება და საქართველოს სამარიტელთა ასოციაციის გაძლიერება მის მთავარ ამოცანებად იქცა. დღეისათვის ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, რომელიც ყველა ჩამოთვლილ სფეროს ეხება, თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პროექტები

5 დღის 12 საათის წინ 17 სექტემბერს უფლისციხის ტერიტორიაზე ASB-ს ორგანიზებით სოციალური მეწარმეობის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შიდა ქართლში და მის გარეთ არსებული 16 სოციალური საწარმოს სერვისები და პროდუქცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ბავშვები კახეთის რაიონის მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან, პანკისში არსებული საწარმოს - "მედინა 2015"-ის ბენეფიციარები, მოსწავლეები ტყვიავის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკვირაო სკოლიდან. ფესტივალის მიზანი იყო სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გზით. #მემხარსვუჭერსოციალურმეწარმეობას
2 კვირის 4 დღის 10 საათის წინ შიდა ქართლში დაფუძნებული სოციალური საწარმოები წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას სოციალური საწარმოების დაფუძნება შესაძლებელი გახდა პროექტის „სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც „არბაითერ სამარიტერ ბუნდი“ (ASB Georgia) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ამერიკის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ერთობლივად ახორციელებეენ. პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში 6 სოციალური საწარმო დაფუძნდა: 1. „ერგნეთის რძის პროდუქტების საწარმო“; 2. „სახლი საზღვრებს გარეშე“; 3. „საკვირაო სკოლა“; 4. „საბავშვო ბაღი“; 5. „ლიახველი ოსტატები“; 6. „მოძრავი ავტოსახელოსნო“.
----------------------------------------------------------